თბილისში 13 წლის გოგონა მე-13 სართულიდან გადახტა - ,,მინდა სხვა ბავშვები დავიცვა''

საქართველო, თბილისი - 14:39 | 01.09.2017
ნანახია: 1717

თბილისში 13 წლის გოგონა მე-13 სართულიდან გადახტა. გარდაცვლილის ოჯახი ეჭვობს, რომ მოზარდი ინტერნეტ-თამაშის მსხვერპლია.

,,ქრონიკისთვის'' მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ მისი შვილი ე.წ ლურჯი ვეშაპის მორიგი მსხვერპლია.

,,მინდა ჩემი შვილის ამბავი ყველას მოვუყვე, რომ სხვა ბავშვები დავიცვა. ეჭვი გვაქვს, რომ თამაშობდა ლურჯ ვეშაპს, აურიეს ტვინი და მე-13 სართულიდან გადმოხტა. ვერაფერს ვამჩნევდით, შსს-მ წაიღო ყველაფერი. გთხოვთ გააკეთოთ რეპორტაჟი, ეს რაღაც მოდებულია. ჩემი შვილი პირველი შემთხვევა არ არის. ყველა მშობელმა უნდა იცოდეს ეს, მე საუბრის თავი ახლა არ მაქვს ნამდვილად, მაგრამ სხვა მშობლებს მინდა მივაწვდინო ხმა"- განაცხადა გარდაცვლილის დედამ.

მოხმდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს. ძალოვანი უწყების ინფორმაციით, პირველადი მონაცამებით მომხდარი სავარაუდოდ ინტერნეტ-თამაშს არ უკავშირდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე