,,თავისუფალი სამყარო'' - ფილადელფიის მერიის საგამოფენო დარბაზში ქართველი ახალგაზრდების ნახატების გამოფენა გაიმართა

საქართველო, თბილისი - 14:20 | 01.09.2017
ნანახია: 2008

,,თავისუფალი სამყარო'' ამ სახელწოდებით ფილადელფიის მერიის საგამოფენო დარბაზში ნინი და დიმიტრი დუმბაძეების ნახატების გამოფენა გაიმართა.

აშშ-ში, ფილადელფიის მერიის საგამოფენო დარმაზმა ქართველი მოზარდების ნინი და დიმიტრი დუმბაძეების ნახატების გამოფენას უმასპინძლა.

აღნიშნული კულტურული ღონისძიების ორგანიზატორია  ა(ა)იპ ,,მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის’’. მსგავსი პროექტების ავტორი და ხელმძღვანელი MGSDV არაერთხელ ყოფილა როგორც აშშ-ში, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში.

ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა თაობას მათი ნიჭის საერთაშორისო დონეზე წარმოჩენასა და ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავებაში. ფილადელფიაში გამართული გამოფენა ნინი და დიმიტრი დუმბაძეებისთვის  კიდევ ერთი წარმატება და წინ გადადგმული ნაბიჯი იყო.

ახალგაზრდა მხატვრებმა ადგილობრივი მერიის წარმომადგენელს საჩუქრად საკუთარი ნახატი გადასცეს. გამოფენამ დიდი მოწონება დაიმსახურა უცხოელ დამთვალიერებლებში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე