მაშველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 12 ადამიანი გადაარჩინეს

საქართველო, თბილისი - 14:00 | 01.09.2017
ნანახია: 1012

შსს–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში, ფოთსა და ურეკში, 12 მოქალაქე გადაარჩინეს,  მათ შორის, უცხო ქვეყნის 7 მოქალაქე. 

გადარჩენილთა შორის ყველაზე უმცროსი 5 წლის ბიჭი, ყველაზე ასაკოვანი კი 73 წლის მამაკაცი იყო.

შავი ზღვის სანაპიროზე, გუშინ, ამინდის გაუარესების გამო, საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა. შსს-ს მაშველები უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ მონიტორინგს, სანაპირო ზოლზე არსებულ ყველა საგუშაგოზე აღმართული იყო ცურვის ამკრძალავი წითელი ალმები.
ამ დროისთვის, საშტორმო მდგომარეობა მოხნილია. შესაბამისად, ყველა საგუშაგოზე აღმართულია თეთრი ალმები.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე