ერდოღანმა ამერიკის სასამართლოს სამარცხვინო უწოდა

საქართველო, თბილისი - 13:51 | 01.09.2017
ნანახია: 986

თურქეთის პრეზიდენტმა ამერიკის სასამართლოს მიერ მისი დაცვის 15 წევრისთვის ბრალის წაყენებას სამარცხვინო უწოდა. 

„ეს იმაზე მიანიშნებს, თუ როგორ მუშაობს შეერთებულ შტატებში მართლმსაჯულება. მე ამ საკითხს პრეზიდენტ ტრამპთან აუცილებლად დავაყენებ,“  -აღნიშნა ერდოღანმა.

მისი დაცვის 15 წევრს ვაშინგტონში თურქეთის ელჩის რეზიდენციასთან არეულობაში მონაწილეობის გამო ამერიკულმა სასამართლომ ბრალი 30 აგვისტოს წაუყენა.

ინციდენტი ვაშინგტონში 16 მაისს მოხდა. დაცვის წევრები რეზიდენციასთან შეკრებილ ერდოღანის მოწინააღმდეგეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე