არ ვიცი, ვინ რას განიხილავს კრემლის კაბინეტებში - ქსენია სობჩაკი შესაძლოა პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს

საქართველო, თბილისი - 12:57 | 01.09.2017
ნანახია: 1332

რუსულ პრესაში გავრცელებულმა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ქსენია სობჩაკი შესაძლოა პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს, ტელეწამყვანი გააკვირვა.

„მათ არ ჩათვალეს საჭიროდ, ჩემთვის რამე ეკითხათ და ინფორმაცია ამის შემდეგ გაევრცელებინათ. წერენ, რომ ჩემს კანდიდატურას განიხილავენ, მაგრამ არ ვიცი, ვინ რას განიხილავს კრემლის კაბინეტებში. მე თავისუფალი ადამიანი ვარ და ამით ვამაყობ,“ - აღნიშნა სობჩაკმა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცნობილი ტელეწამყვანი შესაძლოა პირველი პრეზიდენტობის კანდიდატი ქალი გახდეს, გამოცემა „ვედომოსტიმ“ გაავრცელა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე