საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ყურბან–ბაირამი მიულოცა

საქართველო, თბილისი - 12:07 | 01.09.2017
ნანახია: 965

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ყურბან–ბაირამი მიულოცა.

,,ძვირფასო თანამოქალაქენო, გულითადად გილოცავთ ყურბან-ბაირამს - თანადგომის, მშვიდობისა და სიკეთის გამარჯვების დღესასწაულს.

საქართველოს მუსლიმი თემი ჩვენი საზოგადოების განუყოფელი ნაწილია.  ჩვენი წინაპრები ერთად, მხარდამხარ აშენებდნენ ჩვენს ქვეყანას, ქმნიდნენ მის ისტორიას და ეს მომავალიც ასე იქნება.

ვუერთდები ზეიმს და თქვენს ოჯახებთან ერთად გისურვებთ წარმატებასა და კეთილდღეობას", - აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე