გვაქვს იმედი, რომ გიორგი მამალაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება - პროკურორი

საქართველო, თბილისი - 11:08 | 01.09.2017
ნანახია: 1146

,,გვაქვს გონივრული მოლოდინი და იმედი, რომ გიორგი მამალაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება'', - ამის შესახებ პროკურორმა ზვიად გუბელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

,,მტკიცებულებების გამოკვლევა უკვე დასრულდა. წინა სასამართლო სხდომაზე დასკვნითი სიტყვა ვთქვით, სადაც შევაჯამეთ ჩვენს მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება. როგორც მოგეხსენებათ, 100-ზე მეტი მოწმე დავკითხეთ, წარვადგინეთ მტკიცებულებები, მათ შორის აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, რომელიც გიორგი მამალაძის ბრალეულობას ადატურებს. გვაქვს გონივრული მოლოდინი და იმედი, რომ გიორგი მამალაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება'', - განაცხადა პროკურორმა.

რამდენიმე წუთში თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა დაიწყება. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე