აშშ რუსეთის საკონსულოებს ხურავს

საქართველო, თბილისი - 10:42 | 01.09.2017
ნანახია: 1226

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს საკონსულოების დასახურად ორ დღეს აძლევს.

ვაშინგტონში განმარტავენ, რომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც  რუსეთმა აშშ საელჩოში თანამშრომლების შემცირება მოითხოვა.

ტილერსონის უწყების განცხადებიდან მალევე სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

სერგეი ლავროვმა საკონსულოს დახურვის შესახებ გადაწყვეტილებას სამწუხარო უწოდა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე