დღეიდან მიმოქცევაში ახალი 5-ლარიანი შევიდა

საქართველო, თბილისი - 10:39 | 01.09.2017
ნანახია: 1311

დღეიდან მიმოქცევაში 5 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები ჩაეშვა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, განახლებული 5-ლარიანი მიმოქცევაში იქნება წინა ემისიების ბანკნოტებთან ერთად. 

აღსანიშნავია, რომ განახლებულ ბანკნოტზე შენარჩუნებულია თავდაპირველი თემატიკა: წინა მხარეს გამოსახულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის განსხვავებული პორტრეტი გაუმჯობესებული რელიეფურობის ხარისხითა და მოცულობით. ხოლო ბანკნოტის უკანა მხარეს/რევერსზე გამოსახულია ნიკო ფიროსმანის ტილოები - "მეთევზე წითელ პერანგში" და "კალო". ასევე, საქართველოს სახელმწიფო გერბი. 

5 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტი დაცულია მომხმარებლისათვის მარტივად აღქმადი და ამავე დროს, თანამედროვე დამცავი ნიშნებით. მათ შორის დატანილია ნომინალის ამომცნობი ნიშანი სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის. განახლებული 5 ლარის ნომინალის ბანკნოტის დიზაინის ავტორი ბაჩა მალაზონიაა.

შეგახსენებთ, რომ 20 და 50 ლარის ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები მიმოქცევაშია 2016 წლის 1-ელი თებერვლიდან, ხოლო 100 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტი მიმოქცევაშია 2016 წლის 1-ელი ნოემბრიდან.

ინფორმაციას ეკონომიკური პორტალი bpn ავრცელებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე