მოლდოვამ ე.წ. სამხრეთ ოსეთის და რუსეთის დელეგაციები ქვეყნიდან გააძევა

საქართველო, თბილისი - 10:33 | 01.09.2017
ნანახია: 2466

მოლდოვამ ე.წ. სამხრეთ ოსეთის და რუსეთის დელეგაციები ქვეყნიდან გააძევა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო უწყების ცნობით, რუსეთისა და თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დელეგაციის წევრები მოლდოვიდან დნესტრისპირეთის არაღიარებულ რესპუბლიკაში გამგზავრებას აპირებდნენ, თუმცა მოლდოვიდან ისინი დეპორტაციით გამოაძევეს.

მათივე ინფორმაციით, გამოძევებულთა შორის არიან რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი, რუსეთის სამხედრო ექსპერტთა კოლეგიის პრეზიდენტი, გენერალ მაიორი – ალექსანდრ ვლადიმიროვი და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი, ცხინვალის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი იგორ კოზაევი, დანარჩენ დელეგეციის წევრებთან ერთად.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე