თბილისის საქალაქო სასამართლო მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმეზე იმსჯელებს

საქართველო, თბილისი - 09:51 | 01.09.2017
ნანახია: 1053

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, გიორგი გიორგანაშვილის (ბახალას), პროცესი გაიმართება. 

პროცესზე ბრალდების მხარის ბოლო მოწმე უნდა დაიკითხოს, რომელიც პოლიციელია და უშუალოდ მონაწილეობდა დაკავების ოპერაციაში.

გიორგი გიორგანაშვილი ამჟამად გირაოთია გათავისუფლებული. მისი მტკიცებით, მას ნარკოტიკი სამართალდამცველებმა ჩაუდეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე