შვეიცარიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

საქართველო, თბილისი - 09:40 | 01.09.2017
ნანახია: 1928

შვეიცარიაში საქართველოს მოქალაქე, 35 წლის ვაჟა კაციაშვილი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

დაკავებულია სავარაუდო დამნაშავე, მოკლულის თანასოფლელი და ბავშვობის მეგობარი სოსო გურგენიშვილი. ისინი შვეიცარიაში დაახლოებით ორი თვის წინ წავიდნენ და ლტოლვილებად ჩაბარდნენ.

მომხდარის შესახებ ინფორმირებულია შვეიცარიაში საქართველოს საელჩო, თუმცა უცნობია როდის მოხერხდება გადმოსვენება. ოჯახმა დახმარების თხოვნით უკვე მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, სადაც განმარტავენ, რომ უწყება პროცედურების შესაბამისად იმოქმედებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე