ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს დასკვნითი სხდომა გაიმართება

საქართველო, თბილისი - 08:52 | 01.09.2017
ნანახია: 1161

ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს დასკვნითი სხდომა გაიმართება. 

დღევანდელ სხდომაზე თავად ბრალდებული, დეკანოზი გიორგი მამალაძეც საბოლოო სიტყვით მიმართავს სასამართლოს, რის შემდეგაც მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი განაჩენის გამოსატანად გავა. 

შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც ილია მეორეს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე