აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტი სანავთობო რეზერვიდან 500 ათას ბარელ ნავთობს გამოჰყოფს

საქართველო, თბილისი - 18:35 | 31.08.2017
ნანახია: 963

აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტი სანავთობო რეზერვიდან 500 ათას ბარელ ნავთობს გამოჰყოფს. ამის მიზეზი ქარიშხალი ჰარვი გახდა, რომელიც ტეხასის შტატს დაატყდა თავს.

სტიქიის შედეგად Eagle Ford საბადოს ტერიტორია დაზარალდა, სადაც დღე-ღამეში 1,4 მილიონ ბარელს მოიპოვებდნენ. სანავთობო რეზერვიდან ნავთობი ბოლოს 2012 წელს გამოყვეს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე