მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი, ლევან ძაგნიძე, დაკავებულია

საქართველო, თბილისი - 18:31 | 31.08.2017
ნანახია: 1166

არქიტექტურის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ძაგნიძე დააკავეს. ,,რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობას ედავება.

,,რუსთავი 2"-ის ცნობით, ის გუშინ დააკავეს და როგორც ირკვევა, მასთან ერთად, მერიის არქიტექტურის სამსახურთან კავშირში მყოფი კიდევ ერთი ადამიანია დაკავებული.

მერიის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსი, დიმიტრი მოსულიშვილი, აცხადებს, რომ მისი ყოფილი თანაშემწის დაკავების შესახებ მხოლოდ ახლა შეიტყო და საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე