რა დამიწუნეთ? თქვენ მილიონებს ატრიალებთ და მე გროშებს მითვლით - ქეთი დოლიძე

საქართველო, თბილისი - 18:21 | 31.08.2017
ნანახია: 8018

რა დამიწუნეთ? ნებისმიერ სასამართლოში წამოგყვებით, ოღონდ იქ, იმ სასამართლოში მიპასუხებთ იმაზე, რაც თქვენ დაგიფარეს, გიშველეს, მთელი ”ისთერნ პრომოუშენის ამბებს”, თქვენ მილიონებს ატრიალებთ და მე გროშებს მითვლით”, - ამის შესახებ ქეთი დოლიძემ კულტურის მინისტრის მიხეილ გიორგაძის და მინისტრის მოადგილის მანანა ბერიკაშვილის მისამართით, ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მანანა ბერიკაშვილი არაჩვეულებრივი მამის და დედის შვილია და მისთვის გაუგებარია, ამას რატომ აკეთებს. მისივე თქმით, იმის ნაცვლად, რომ მანანა ბერიკაშვილს ეთქვა, ეს კონფლიქტი ასე არ უნდა იყოსო, პირიქით, აცხადებს, რომ ქეთი დოლიძე თეატრში არ დადიოდა.

,,ჩემთვის გაუგებარია და ვერასდროს გავიგებ, რატომ ატყდა ეს კამპანია ჩემს წინააღმდეგ. ბევრს ნუ ლაპარაკობს ბატონი მინისტრი, როცა ამბობს, რომ ეს არ არის პიროვნული დაპირისპირება. ზუსტად პიროვნულია და ზუსტად არის ანგარიშსწორება მისი მხრიდან, ასევე მანანა ბერიკაშვილის მხრიდან, რომელთანაც ჩავასკდი გურჯაანში, კინაღამ რომ მოკლეს 2012 წელს. მე წავედი, ნინელი წამომყვა იმიტომ, რომ ჩემი ჯგუფელია. რატომ ხდება ეს? მანანა ბერიკაშვილს, რომელიც გიორგაძემ გაუშვა და მერე დააბრუნებინეს, ხომ არ ავიწყდება ვინ დააბრუნა? ისეთი არაჩვეულებრივი მამის და დედის შვილია, ამას რას სჩადის? იმის ნაცვლად, რომ მანანა ბერიკაშვილს ეთქვა, ეს კონფლიქტი ასე არ უნდა იყოსო, პირიქით აცხადებს, რომ თეატრში არ მივდივარ და ა.შ. თქვენი თანამდებობა ქალბატონო მანანა მუდმივია? რა დამიწუნეთ? ნებისმიერ სასამართლოში წამოგყვებით, ოღონდ იქ, იმ სასამართლოში მიპასუხებთ იმაზე, რაც თქვენ დაგიფარეს, გიშველეს, მთელი ”ისტერნ პრომოუშენის ამბებს”, თქვენ მილიონებს ატრიალებთ და მე გროშებს მითვლით”, - განაცხადა ქეთი დოლიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე