დაკვამლიანებაც კი არსად აღარ შეინიშნება - გიორგი მღებრიშვილი

საქართველო, თბილისი - 17:48 | 31.08.2017
ნანახია: 1392

დაკვამლიანებაც კი არსად აღარ შეინიშნება, ყველა კერა ჩამქრალია, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ტელეკომპანია ,,იმედის'' ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, უკვე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს ლიკვიდაცია.

,,გადავედით უკვე ნიადაგის პრევენციულ დამუშავებაზე. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული და ახლა კიდევ უფრო გამოჩნდა სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული მუშაობა. მხოლოდ ამის საფუძველზე მოხდა ასე უცებ, ასეთი მასშტაბების ხანძრის ლოკალიზება“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე