მიხეილ სააკაშვილს უკრაინა-პოლონეთის საზღვართან მომხრეების ავტოკოლონა დახვდება

საქართველო, თბილისი - 16:06 | 31.08.2017
ნანახია: 3838

მიხეილ სააკაშვილს უკრაინა-პოლონეთის საზღვართან მომხრეების ავტოკოლონა დახვდება. ამის შესახებ ინტერნეტ-პორტალი „კორესპონდენტი“ იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტოკოლონას კოორდინატორთა ჯგუფი უხელმძღვანელებს, რომლებსაც სათანადო ინსტრუქციები აქვთ მიღებული.

სააკაშვილის მხარდამჭერები კარვებით, საძილე ტომრებითა და გადასაფარებლებით იქნებიან აღჭურვილნი.

სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე შესვლას კრაკოვეცის სასაზღვრო პუნქტიდან 10 სექტემბერს აპირებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე