ოზურგეთში მამაკაცმა ყოფილი სიდედრი, მისი მეზობელი და მცირეწლოვანი ბავშვი დაჭრა

საქართველო, თბილისი - 12:17 | 31.08.2017
ნანახია: 1245

ოზურგეთში, მამაკაცმა ყოფილი სიდედრი, მისი მეზობელი და მცირეწლოვანი ბავშვი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. 

დაშავებულები ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, სადაც მათ პირველადი სამედიცინო მომსახურება ჩაუტარდათ.

შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. ბრალდებული დაკავებულია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე