28 წლის ასაკში ცხოვრება თავზე დამენგრა - ოთარ აბესაძე

საქართველო, თბილისი - 12:03 | 31.08.2017
ნანახია: 4076

28 წლის ასაკში, ფაქტობრივად, თავზე დამენგრა ცხოვრება, ეს არის დიდი ჩირქი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, - ამის შესახებ მერიის თანამშრომელმა ოთარ აბესაძემ სასამართლოს დღევანდელ პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს ახლა მისთვის ყველაზე დიდი სასჯელია.

,,ზოგადად პოლიციის განყოფილებაში ერთხელ ვარ ნამყოფი, ისიც იმიტომ, რომ ადამიანი ხიდიდან ხტებოდა და გადავარჩინე. არ წარმოვადგენ საზოგადოებისთვის საფრთხეს და შეგიძლიათ ნახოთ ჩემი პიროვნება პატივცემულო მოსამართლე. 28 წლის ასაკში, ფაქტობრივად, თავზე დამენგრა ცხოვრება. ეს არის დიდი ჩირქი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. ეს ყველაზე დიდი სასჯელია ახლა ჩემთვის. მზად ვარ გამოძიებასთან ვითანამშრომლო", - განაცხადა აბესაძემ.

ცნობისთვის, დაცვის მხარე ოთარ აბესაძისთვის 50 ათას ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა. აღნიშნული შუამდგომლობა აბესაძის ადვოკატმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დააყენა. ადვოკატის შუამდგომლობას ოთარ აბესაძეც დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ის არ წარმოადგენს საზოგადოებისთვის საფრთხეს.

დაცვის მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმა სახელმწიფო ბრალდება და მოითხოვა, რომ ოთარ აბესაძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა ძალაში დარჩეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე