მოსამართლემ ოთარ აბესაძე პატიმრობაში დატოვა

საქართველო, თბილისი - 12:00 | 31.08.2017
ნანახია: 1331

მოსამართლემ ოთარ აბესაძე პატიმრობაში დატოვა და აღნიშნა, რომ გირაო ვერ უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას.

აღკვეთის ღონისძიების 50 ათას ლარიან გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა ადვოკატმა ირმა ჭკადუამ დღევანდელ პროცესზე დააყენა. 

ბრალდების მხარის განცხადებით, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შემთხვევაში არსებობს საფრთხე, რომ ბრალდებულმა მოწმეებზე გავლენა იქონიოს.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ სხდომაზე ოთარ აბესაძემ ბრალი ნაწილობრივ აღიარა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე