საქალაქო სასამართლოში ოთარ აბესაძის წინასასამართლო სხდომა გაიმართება

საქართველო, თბილისი - 11:26 | 31.08.2017
ნანახია: 1050

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მერიის ყოფილი თანამშრომლის, ოთარ აბესაძის წინასასამართლო სხდომა გაიმართება.  

აბესაძის ადვოკატის განცხადებით, ბრალდებულის მიმალვის საშიშროება არ არსებობს და პროცესზე აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობას დააყენებს. 

შეგახსენებთ, რომ ოთარ აბესაძე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.  

გამოძიების ინფორმაციით, ის მოქალაქეებს, 3 000 დოლარის სანაცვლოდ, დახმარებას დაჰპირდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე