„დემირელის“ კოლეჯის მოსწავლეებს და პედაგოგებს სხვა სკოლებში გადაანაწილებენ

საქართველო, თბილისი - 17:24 | 30.08.2017
ნანახია: 1093

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ „დემირელის“ კოლეჯის მოსწავლეებსა და პედაგოგებს სხვა სკოლებში გადანაწილებენ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ნატა ასათიანმა აღნიშნა, რომ სკოლებში გადანაწილების პროცესს ხელს შეუწყობენ და ეს მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდება.

„დემირელის კოლეჯს ჰქონდა დარღვევები, თუმცა ამავდროულად ჰყავდა ძალიან კარგი მოსწავლეები და კომპეტენტური მასწავლებლები და ჩვენ ყველა პირობას შევქმნით, რომ მათ სხვა სკოლებში გადანაწილების პროცესი წარიმართოს მაქსიმალურად უმტკივნეულოდ,“ - განაცხადა ასათიანმა.

დემირელის სახელობის სკოლამ ავტორიზაციის 5-წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ საბჭოს კვლავ მიმართა, თუმცა უარი მიიღო. ამ ფაქტს კოლეჯის დირექტორი, მოსწავლეები, მათი მშობლები და პედაგოგები აპროტესტებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე