ზუგდიდში, 24 წლის გოგონა საცხოვრებელი კორპუსის მე-2 სართულიდან გადავარდა

საქართველო, თბილისი - 11:10 | 30.08.2017
ნანახია: 1082

ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე, 24 წლის გოგონა საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან გადავარდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ცნობით, გოგონა მძიმე მდგომარეობაშია და მრავლობითი ტრავმები აღენიშნება. ის ტრავმული შოკით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-მ გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე