თელავში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 11:00 | 30.08.2017
ნანახია: 1033

თელავში 30-წლამდე მამაკაცი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, ის ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით და უგონო მდგომარეობაში მყოფი, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

როგორც ირკვევა, ახალგაზრდა მამაკაცი საპატიმროდან სამი თვის წინ გათავისუფლდა.

ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიცია. მიმდინარეობს გამოძიება. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე