უკრაინამ ხანძრის ჩასაქრობად 8 ტონის ტევადობის თვითმფრინავი გამოგზავნა

საქართველო, თბილისი - 10:57 | 30.08.2017
ნანახია: 950

აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს უკრაინა ავიაციით დაეხმარება, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინამ საქართველოში 8 ტონის ტევადობის თვითმფრინავი გამოგზავნა.

„უკრაინიდან ველოდებით 8 ტონის ტევადობის თვითმფრინავს და არა ვერტმფრენს. სულ უახლოეს საათებში ის შემოგვიერთდება. ოდესაში დაიმატებს საწვავს და სულ რამდენიმე საათში იქნება საქართველოში“, - განაცხადა მღებრიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე