რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რეჟისორი სოსო ნემსაძე გახდა

საქართველო, თბილისი - 16:08 | 29.08.2017
ნანახია: 2166

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრის ახალ სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი სოსო ნემსაძე დაინიშნა. 

რუსთავის თაეტრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში, მონაწილეობას სულ ხუთი კანდიდატი იღებდა.

სოსო ნემსაძეს მიღებული აქვს სერტიფიკატი კულტურის მენეჯმენტის კურსით. 2002 წლიდან, მუშაობდა კინოხელოვნების კოლეჯში სამსახიობო ჯგუფის ხელმძღვანელად. 2008 წლიდან, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. 2010 წლიდან, გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია. 2014 წლიდან, „კომედიის ფესტივალის“ დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია. „საქართველოს რეგიონული ხელოვნების განვითარების ფონდის“ დამფუძნებელი (2014 წელი). მუშაობდა ა. წუწუნავას სახელობის ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მსახიობად, გორის თეატრის მთავარ რეჟისორად, აგრეთვე შოთა რუსთაველის თეატრის და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ასისტენტ-პროფესორად, 2008 წლიდან ასოცირებულ პროფესორად. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე