აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 270-მდე მაშველი ჩაერთო

საქართველო, თბილისი - 15:21 | 29.08.2017
ნანახია: 1035

აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სპეციალური ვერტმფრენი ჩაერთო.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ადგილზე მობილიზებულია 100-მდე მეხანძრე-მაშველი, ასევე ცეცხლის ქრობით სამუშაოებში მონაწილეობს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 170 თანამშრომელი.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

ცნობისთვის, ხანძარი უკვე 2 ჰექტრამდე ტერიტორიაზეა მოდებული.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე