ანი სირაძის ახალი იმიჯი და ერთ თვეში დაკლებული 10 კილო (ფოტოები)
საქართველო, თბილისი - 14:43 | 29.08.2017 ნანახია: 22634საკუთარი ნებით ან სტილისტებისა და იმიჯმეიკერების მითითებებით მომღერლები და არამარტო, მუდმივად იცვლიან გარეგნობას. ისინი არჩევენ ახალ ვარცხნილობებსა და სამოსს სასურველი იმიჯის შესაქმნელად. ვიღაც ამას ხშირად აკეთებს, ვიღაც იშვიათად. ზოგს ეს გამოსდის წარმატებულად, ზოგს _ არა. გამომდინარე იქიდან, რომ სელებრითები მუდმივად ყურადღების ცენტრში იმყოფებიან, ისინი ყოველთვის აკონტროლებენ საკუთარ გარეგნობას, წონას, ჩაცმულობას და ა.შ. ასეთია მომღერალი ანი სირაძეც, რომელმაც სულ ახლახანს შეიცვალა იმიჯი.
ანი სირაძე:
ბავშვობიდან ვარ ქერა და მაყურებელს ყოველთვის ქერა თმაში ვახსოვარ. ჩემს ბოლო იმიჯს რაც შეეხება, ეს ჩემთვის იყო მოულოდნელი, რადგან ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძე და გადავწყვიტე რომ თმა მუქად შემეღება. წავედი სტილისტთან, მითხრა არ გაბედო თმის შეღებვაო, მაგრამ მე უკვე გადაწყვეტილი მქონდა. სოციალურ ქსელში ჩემს ახალ იმიჯს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან ყველას ძალიან მოეწონა ჩემი მუქი ფერის თმა.
ძალიან გიხდება ეს ცვლილება და შენ თვითონ, შავი ფერის თმა არ მოგწონს?
ვფიქრობ, რომ ქერა უფრო მიხდება და საერთოდ ბუნებრივობას ვანიჭებ უპირატესობას. გაოცებული ვარ იმით, რომ 100-დან 99 %-ს მოსწონს მუქი ფერის თმა. მომღერალ ნინი წიკლაურს იმდენად მოეწონა ჩემი თმის ფერი, რომ თმა ჩემი ხათრით შეიღება. მასაც მთელი ცხოვრება ქერა თმა აქვს.
შეღებვა თმის სტრუქტურას არ აზიანებს?
თმა შოკოლადისფრად შევიღებე, მუქი ფერის არ მაქვს. ნატურალური საღებავით შევიღებე, ამიტომ ადვილად გადავალ ქერა ფერზე და თმის სტრუქტურა არ დამიზიანდება.
რაც შეეხება თმის სიგრძეს...
უპირატესობას ყოველთვის გრძელ თმას ვანიჭებ. თმის სიგრძე უმნიშვნელოდ შევიმოკლე.
თმის მოვლის რა პროცედურებს მიმართავ?
ერთ-ერთი ბრენდის პროდუქციას ვიყენებ. შამპუნი, ბალზამი, ზეთები, ,,მასკები'' და ა.შ.
როგორც ვიცი, თმის ფერის შეცვლის გარდა, სხვა სიახლეც გაქვს. წონაშიც დაკლებული ხარ.
კი, მკაცრი დიეტის წყალობით ერთ თვეში 10 კილო დავიკელი. „იმედის დილის“ პირდაპირ ეთერში ვიყავი, შემდეგ რომ გადავახვიე გადაცემა და ვნახე გადაცემის სრული ჩანაწერი, გავგიჟდი, რადგან ძალიან მომატებული ვიყავი და ამიტომ გადავწყვიტე, რომ სასწრაფოდ დამეკლო წონაში.
რაიმე კონკრეტულ დიეტას იცავდი?
დუკანის დიეტაზე ვიყავი. ძალიან გამიჭირდა, მაგრამ როდესაც შედეგს ნელ-ნელა საკუთარი თვალით ვხედავდი, ამან უფრო სტიმული მომცა და ახლა ვარ სასურველ წონაზე.
primenewsgeorgia
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა