დავით ნარმანიამ ,,ახმეტელის თეატრის'' განახლებული მეტროსადგური გახსნა

საქართველო, თბილისი - 11:48 | 29.08.2017
ნანახია: 952

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განახლებული მეტროსადგური ,,ახმეტელის თეატრი" გახსნა.

რეაბილიტაციის ფარგლებში განახლდა სადგურის ქვედა და ზედა ვესტიბიულების ინტერიერი, გარემონტდა დახრილი გვირაბი.

სადგურში დამონტაჟდა ახალი საოპერატორო ჯიხურები და ტურნიკეტები. ასევე შეიცვალა მეტროსადგურში განთავსებული მიმართულების მაჩვენებლები.

სადგურის რეაბილიტაცია 2016 წელს დაიწყო და 2017 წლის აგვისტოში დასრულდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე