29 აგვისტოს 18:00 საათიდან, თბილისში, ვეკუას ქუჩიდან ორბელიანის მოედანზე ავტოტრანსპორტის შესვლა შეიზღუდება

საქართველო, თბილისი - 11:45 | 29.08.2017
ნანახია: 977

სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 29 აგვისტოს 18:00 საათიდან, თბილისში,  ვეკუას ქუჩიდან ორბელიანის მოედანზე ავტოტრანსპორტის შესვლა შეიზღუდება. 

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, შესაბამისად, N4, 10, 106, 103, 112, 20 და 90 ავტობუსების ბოლო გაჩერება იქნება ვეკუას ქუჩის დასაწყისში და არა – ორბელიანის მოედანზე. 

გარდა ამისა, დროებით შეიცვლება იმ მიკროავტობუსების სამარშრუტო სქემაც, რომლებიც ვეკუასა და მტკვრის ქუჩების გავლით მარჯვენა სანაპიროზე მოძრაობდნენ. ისინი მოძრაობას გააგრძელებენ ბარათაშვილის ქუჩაზე, გადავლენ ბარათაშვილის ხიდზე, რის შემდეგაც იუსტიციის სახლის მიმართულებით მობრუნდებიან და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ.  

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე