ჭანკვეტაძე დოლიძეს უპირისპირდება - ,,შეიძლება იყო კარგი რეჟისორი და არა კარგი ხელმძღვანელი" (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 09:41 | 29.08.2017
ნანახია: 6708

სკანდალი ,,თუმანიშვილის თეატრის'' ირგვლივ გრძელდება. მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე რეჟისორ ქეთი დოლიძეს უპირისპირდება. 

,,შეიძლება იყო კარგი რეჟისორი და არა კარგი ხელმძღვანელი", - განაცხადა ნინელი ჭანკვეტაძემ ტელეკომპანია ,,იბერიასთან" საუბრისას.

ქეთი დოლიძე ,,იბერიას" ეთერში უნდობლობას უცხადებს ნინელი ჭანკვეტაძის კომენტარს და ამბობს, რომ მეტი არაფრის თქმა არ შეუძლია. 

,,თუ მე ვიყავი ცუდი ხელმძღვანელი, ნინელისთან ამდენი წლის მეგობრობა მაკავშირებს, ისეთი დეჟავუ მაქვს, როგორიც 20 წლის წინ, როცა მსახიობების ჯგუფმა თემურ ჩხეიძე თეატრში არ მიუშვა. რას ნიშნავს რომ ქეთი უკვე წასულია? მან ბრძანება ნახა? ", - ასე გამოეხმაურა ქეთი დოლიძე ნინელი ჭანკვეტაძის კომენტარს ქეთი დოლიძის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტიდან მოხსნის თაობასთან დაკავშირებით. 

შეგახსენებთ, რომ თუმანიშვილის თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს. ქეთი დოლიძე მის მიერ თანამდებობის დატოვებას  მინისტრთან დაპირისპირებას უკავშირებს და ამბობს, რომ გადაწყვეტილება უსამართლოა. 

 

 






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე