ახალციხეში ხანძრის ქრობის პროცესში ვეტმფრენი ჩაერთო

საქართველო, თბილისი - 09:20 | 29.08.2017
ნანახია: 1000

ახალციხის რაიონში ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები დილით ადრე განახლდა. პროცესში ცოცხალ ძალასთან ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ერთი ვერტმფრენიც.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ - „112“-დან შევიდა შეტყობინება, რომ ახალციხეში, სოფელ სვირის მიმდებარედ, მთის ფერდობზე, წიწვოვანი ტყის მასივში ხანძარი გაჩნდა. შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში, ადგილზე უკვე იმყოფებოდა ათეულობით მეხანძრე-მაშველი

შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ხანძრის ქრობისპროცესში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვეტმფრენი ჩაერთო. 

შსს-ს მეხანძრე-მაშველები და სასაზღვრო პოლიციის მფრინავები ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებენ ხანძრის უმოკლეს დროში ლოკალიზებისთვის. ამ დროისთვის ხანძრის ფართო მასშტაბებზე გავრცელება არ დაფიქსირებულა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე