სირიაში, პანკისის ხეობის მკვიდრი ლევან ტოხოსაშვილი ცოლთან და 4 შვილთან ერთად დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 16:33 | 28.08.2017
ნანახია: 1038

პანკისიდან სირიაში წასული ერთ-ერთი ოჯახის წევრები დაიღუპნენ.

არსებული ინფორმაციით, პანკისის ხეობის სოფელ ომალოში 30 წლის ლევან ტოხოსაშვილისა და მისი ოჯახის სირიაში დაღუპვის შესახებ ახლობლებს დღეს დილით შეატყობინეს.

ტოხოსაშვილი სირიაში ოჯახთან, მეუღლესთან და შვილებთან ერთად იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, ოჯახი დაბომბვის დროს დაიღუპა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე