ლიანა ისაკაძის მეუღლე კონცერტზე ცუდად გახდა და საავადმყოფოში გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 11:31 | 27.08.2017
ნანახია: 1311

ცნობილი მევიოლინეს, ლიანა ისაკაძის კონცერტზე მოულოდნელად, მისი მეუღლე თამაზ ჩაჩავა შეუძლოდ გახდა და მოგვიანებით, საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

ფესტივალ „ღამის სერენადების“ ფარგლებში, ბათუმში კონცერტის დროს, თამაზ ჩაჩავას გულის შეტევა დაემართა. ის ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ფესტივალის მონაწილეების გადაწყვეტილებით, „ღამის სერენადები“ გაგრძელდება და თამაზ ჩაჩავას ხსოვნას მიეძღვნება. 

ლიანა ისაკაძის მიერ დაფუძნებული ფესტივალი „ღამის სერენადები“ ტრადიციულად ყოველ წელს აჭარაში ტარდება. ფესტივალის დასკვნითი საღამო 31 აგვისტოს თბილისში, რუსთაველის თეატრში უნდა გაიმართოს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე