ბორჯომის ხეობაში ქართული ვერტმფრენი წყალში ჩავარდა

საქართველო, თბილისი - 11:27 | 27.08.2017
ნანახია: 1075

ბორჯომის ხეობაში ქართული ვერტმფრენი წყალში ჩავარდა. წყლის რეზერვუარის ავსებისას ვერტმფრენში ეკიპაჟის ოთხი წევრი იმყოფებოდა.

წინასწარი მონაცემებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

თავდაპირველად ისინი გადაიყვანეს ბორჯომის საავადმყოფოში, თუმცა ექიმებმა საჭიროდ ჩათვალეს დაშავებულებს მკურნალობა თბილისში გაეგრძელებინათ და დაშავებულები ღუდუშაურის საავადმყოფოში გადაჰყავთ.

სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, უკვე 1 კვირაა უწყვეტად მონაწილეობს ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე