სტიქიის ზონის სიახლოვეს ხე-ტყის გაჩეხვის ფაქტები გამოვლინდა - გიგლა აგულაშვილი

საქართველო, თბილისი - 16:13 | 25.08.2017
ნანახია: 930

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის, გიგლა აგულაშვილის განცხადებით, სტიქიის ზონის სიახლოვეს ხე-ტყის გაჩეხვის ფაქტები გამოვლინდა.

მისივე თქმით, საზოგადოება ყველაფერს გამოძიების შემდეგ გაიგებს.

„დილიდან პოზიტიური დინამიკა გვაქვს, მაგრამ ეს თვითდამშვიდების უფლებას არ გვაძლევს. მობილიზებულია ტექნიკა, ასევე ცოცხალი ძალა. აქ იმყოფებიან თავდაცვის სამინისტროს სამხედროები. პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ქარის ინტენსივობის გამო, ვერტმფრენების მიერ ცეცხლის ჩაქრობა უფრო არაეფექტურია და საჭიროა უფრო ცოცხალი ძალით მუშაობა, რათა ზუსტად მიზნობრივად მოხდეს ცეცხლის კერების ჩაქრობა, რადგან ქარი მდგომარეობას ართულებს.

ხე-ტყის გაჩეხვის ​ფაქტები იმ დროს გამოვლინდა, როდესაც ხანძრის ჩაქრობის პროცესი მიმდინარეობდა. ეს სტიქიის ზონის სიახლოვეს მოხდა, როდესაც საზოგადოება მობილიზებული იყო, ასევე როდესაც დახმარება სხვადასხვა ქვეყნიდან მივიღეთ. გამოძიება დაადგენს, როდესაც ხანძარი ლიკვიდირებული იქნება და საზოგადოებაც ამის შემდეგ გაიგებს ყველაფერს“, - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე