დიდინეძის ტყეში არქეოლოგიური სამუშაოები დასრულდა

საქართველო, თბილისი - 16:19 | 25.08.2017
ნანახია: 1122

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დიდინეძის ადმინისტრაციულ ერთეულში „ტაბაკონ“-ზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დიდინეძის ადმინისტრაციულ ერთეულში (ტყის მასივში) მდებარე (ხობის მუნიციპალიტეტის სოფ. თორსის საზღვართან) ბრინჯაოს ხანის „კოლხური კულტურის“ ხელოვნურ ნამოსახლარ ბორცვ „ტაბაკონ“-ზე ს.ს.ი.პ. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გერმანიის არქეოლოგიურ ექსპედიციასთან ერთად დაასრულა კომპლექსური არქეოლოგიური სამეცნიერო საველე კვლევითი სამუშაოები, რომლის შედეგად გამოვლინდა სამი კულტურული ფენა. ძეგლის ზოგადი ქრონოლოგია მოიცავს ძველი წელთარღიცხვის მესამე ათასწლეულის შუახანებიდან - ადრეანტიკურ პერიოდს (ძვ. წ. 2500 - ძვ.წ. მეექვსე-მეხუთე საუკუნეები).

საინტერესოა, რომ ,,ტაბაკონი“-ს ხელოვნურ ნამოსახლარზე აღმოჩნდა შუაბრინჯაოს ხანის ,,კოლხური’’ ძელური ნაგებობის ნაშთები (ხიმინჯებიანი საძირკველი), რაც სამეცნიერო თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია. ზოგადად აქ მოპოვებულ არტეფაქტებს სისტემატურად გერმანიაში უტარდებათ შემდგომი ექსპერტიზა, რომელმაც შექმნა ახალი სამეცნიერო დასკვნების გაკეთების წინაპირობა.

ამ ეტაპზე აღნიშნული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი დაკონსერვდება და ის მომავალი თაობის შემდგომი ტექნოლოგიური მეთოდების გაუმჯობესების შემთხვევაში შესაძლებელია ახალი კვლევების საგანი გახდეს. მიმდინარე სამუშაოები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე თამაზ ჟორჟოლიანმა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა ლაშა ჯიქიამ დაათვალიერეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე