სოფელ ზეღდულეთში ხანძარი ლიკვიდირებულია

საქართველო, თბილისი - 17:00 | 25.08.2017
ნანახია: 991

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში ხანძარი ლიკვიდირებულია.

ამ დროისთვის, მეხანძრე-მაშველები დარჩენილი კერების ლიკვიდაციაზე მუშაობენ. 

შეგახსენებთ, რომ ცეცხლი გამხმარ ბალახს გაუჩნდა და 3 ათას კვადრატულ მეტრზე იყო გავრცელებული. 

ადგილზე იმყოფებოდა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელიც.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე