ახალციხეში ხანძარია

საქართველო, თბილისი - 14:46 | 25.08.2017
ნანახია: 1048

ახალციხეში, სოფელ ურაველთან ბალახი და რამდენიმე ბუჩქი იწვის. ცეცხლი 1,5 ჰექტარის ფართობზეა მოდებული. 

„ხანძარი უკვე ლოკალიზებულია, გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. ცეცხლი ახლომდებარე ტყეს არ გადასდებია.  ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. მალე ამ ხანძრის ლიკვიდაციას გამცნობთ“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.  

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე