სტიქიის ზონაში მობილური ამბულატორია და სამედიცინო კარავი განთავსდა

საქართველო, თბილისი - 13:10 | 25.08.2017
ნანახია: 1010

სტიქიის ზონაში სასწრაფოსა და რეანომობილის ეკიპაჟები ხანძრის საბოლოო ლიკვიდაციამდე დარჩება, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ.

,,მე-5 დღეა ბორჯომის ხეობაში სამედიცინო სერვისების მიწოდებას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი უზრუნველყოფს. სტიქიის ზონაში  სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და რეანომობილის ეკიპაჟები ხანძრის საბოლოო ლიკვიდაციამდე დარჩებიან. ადგილზე მობილური ამბულატორია და სამედიცინო კარავიც განთავსდა.  ამ დრომდე მედიკოსებს   პირველადი დახმარების სხვადასხვა  მოტივით რამდენიმე პაციენტმა მიმართა, თუმცა არცერთი მძიმე კლინიკური შემთხვევა არ დაფიქსირებულა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა  მეხანძრე-მაშველები  და ადგილობრივი მოსახლეობა  რესპირატორებითა და პირბადეებით  აღჭურვა“, - აცხადებენ უწყებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე