გლდანში სატვირთო მანქანა დაგორდა და 20-მდე ავტომობილი დააზიანა

საქართველო, თბილისი - 09:00 | 25.08.2017
ნანახია: 974

გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე ავტოავარია მოხდა. 

არსებული ინფორმაციით, სატვირთო მანქანა ავტომობილს შეეჯახა, რის შემდეგაც სატვირთოს მძღოლმა ადგილიდან მიმალვა სცადა. ამ დროს მძღოლმა სატვირთოზე კონტროლი დაკარგა და მან ქუჩის გასწვრივ გაჩერებული ავტომობილები გაიტანა. დაზიანებულია 20-მდე ავტომობილი. 

ავტომობილების გარდა დაზიანებულია სავაჭრო ობიექტიც. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო სატვირთოს მძღოლს ამ დრომდე ეძებს. გამოძიება ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს. ავარიის შედეგად ორი პირი დაშავდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე