ხულოში, საციხური-გელაურას მიმართულებით 4 კილომეტრიანი გზის სამუშაოები დასრულდა
საქართველო, თბილისი - 09:03 | 25.08.2017 ნანახია: 981აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა ხულოს მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზის დიდაჭარა-საციხური-გელაურას 4 კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარე ასფალტობეტონის საფარის დასკვნით სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. აღნიშნული მონაკვეთის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 1 759 490 ლარს. გარდა გზის ასფალტობეტონისა, ღონისძიების ფარგლებში მოეწყო 238 გრძ.მ. ბეტონის საყრდენი კედელი, 132 გრძ.მ. გაბიონი, 770 გრძ.მ. რკინაბეტონის კიუვეტი, 422 გრძ.მ. რკინაბეტონის არხი ცხაურებით და 120 გრძ.მ. ლითონის მილი. არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, მხოლოდ ხულოს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ჩატარებისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტი 7 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს.
,,დასკვნით ეტაპზეა სამუშაოები გელაურა-საციხურას მიმართულებით. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ზიმო 7" აწარმოებს. სამუშაოების მოცულობა არის 1 მლ 760 ათასი ლარი. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოეწყობა გზის საფარი ასფალტო-ბეტონით 4კმ და 150 მ-ზე. დაახლოებით კილომეტრსა და 200 მეტრზე მოეწყობა სანიაღვრე არხები ცხაურებით. ასევე, 370 მ-მდე კედლები, ხელოვნური ნაგებობები. უახლოეს დღეებში გაკეთდება მონიშვნები. დღეს, ფაქტობრივად ასფალტო-ბეტონის სამუშაოები დასრულდება. რაც შეეხება ხულოს მუნიციპალიტეტში სხვა ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებს, სულ დეპარტამენტი დახარჯავს 7 მლ 600 ათას ლარამდე, რის ფარგლებშიც მოეწყობა 25 კმ ბეტონის საფარი, 17 კმ სამელიორაციო არხის რეკონსტრუქცია და მშენებლობა ჩატარდება. ასევე, მოვლა-შენახვის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები",-აღნიშნა არჩილ ჩიქოვანმა.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა