ამადეო მოდილიანის ნახატი 170 მლნ დოლარად გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 09:48 | 10.11.2015
ნანახია: 2613

იტალიელი მხატვრის ამადეო მოდილიანის ნახატი ”მწოლიარე შიშველი ქალი” მხატვრის ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარი გახდა. 1917-18 წლებში შესრულებული ფერწერული ტილო ნიუ-იორკის Christie's-ის აუქციონზე 170 მლნ დოლარად გაიყიდა.

ნახატზე გამოსახულია სრულიად შიშველი ქალი, რომელიც წითელ დივანსა და ლურჯ ბალიშზე წევს.

როგორც ”ასოშიეტედ პრესი” აღნიშნავს, მანამდე მოდილიანის ნახატები 71 მლნ დოლარზე მეტად არასდროს გაყიდულა.

ნახატის ახალი მფლობელის ვინაობა უცნობია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე