ბარამიძე ტყეში მეგობარ ქალბატონს ხეობას ათვალიერებინებდა, რა დროსაც ცხენიდან გადმოვარდა

საქართველო, თბილისი - 16:23 | 24.08.2017
ნანახია: 1904

,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე ჰოსპიტალიზებულია. 

არსებული ინფორმაციით, მან ბორჯომის ხეობაში, კერძოდ ტაბაწყურის ტყეში ხელი მოიტეხა.

ადგილობრივების განცხადებით, ბარამიძე ტყეში უკრაინელ სტუმართან ერთად იმყოფებოდა. ის მეგობარ ქალბატონს ხეობას ათვალიერებინებდა, რა დროსაც ცხენიდან გადმოვარდა და ზედა კიდურზე დაზიანება მიიღო. 

მათივე ინფორმაციით, პოლიტიკოსი ხელის მოტეხილობით თბილისში გადაიყვანეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე