ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოფელ ორჭოსანთან ხანძარია

საქართველო, თბილისი - 14:46 | 24.08.2017
ნანახია: 963

ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოფელ ორჭოსანთან არის მცირე ხანძარი, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოეხმაურა სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საოკუპაციო ხაზთან მძიმე ტექნიკის გადაადგილება შეინიშნებოდა. მათი ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარეობს რუსეთის საოკუპაციო ძალების წვრთნები.

,,აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საქმის კურსში იქნა ჩაყენებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს რუსეთის საოკუპაციო ძალების წვრთნები. ასევე, ცხელი ხაზიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიზე , ორჭოსანის მიმდებარედ ადგილი ჰქონდა მცირე ზომის ხანძარს, რომელსაც საოკუპაციო ძალების შესაბამისი ე.წ. სამაშველო სამსახურები უმოკლეს დროში ჩააქრობენ", - ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე