დიდ დიღომში სკვერი მოეწყობა

საქართველო, თბილისი - 16:24 | 23.08.2017
ნანახია: 892

დიდი დიღმის, მე-4 მიკრორაიონის, № 9  კორპუსის, მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა სრულდება. პროექტის ფარგლებში, ბავშვებისათვის საქანელა, სასრიალო და აიწონა-დაიწონა დამონტაჟდა. 

ამ დროისთვის უკვე გაკეთდა საჩრდილობელი, ძველი სკამები და სანაგვე ურნები კი ახლით შეიცვალა. ტერიტორიაზე დაიგო კაუჩუკის ახალი საფარი. სკვერი დეკორატიული ფილებით და ლითონის ღობით მოეწყო. 

სამუშაოებს, საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ჯეო პარკი“ ახორციელებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე