ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისის ზღვასთან - დაღუპულია 1 ადამიანი

საქართველო, თბილისი - 14:05 | 23.08.2017
ნანახია: 2077

თბილისის ზღვის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. 

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

გარდაცვლილია ქალი, რომელიც ერთ-ერთ ავტომობილს მართავდა. შემთხვევის შედეგად ასევე, დაშავდა მეორე მსუბუქ ავტომობილში მყოფი ორი ადამიანი. 

შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე