„საქართველოს ბანკი“ დამწვარი ტერიტორიის აღდგენისა და ხანძრის პრევენციისთვის 1 მლნ ლარს გამოყოფს

საქართველო, თბილისი - 13:01 | 23.08.2017
ნანახია: 1276

საქართველოს ბანკმა განაცხადა ერთი მილიონი ლარის გამოყოფის შესახებ, რომელიც საქართველოს მასშტაბით სტიქიის შედეგად დამწვარი ტერიტორიის აღდგენას და ხანძრის პრევენციას მოხმარდება, - ამის შესახებ ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

,,ბოლო დღეების განმავლობაში სტიქიიდან გამომდინარე მართლაც მძიმე დღეები გამოიარა ქვეყანამ, საქართველოს ბანკი, მადლობას უხდის თითოეულ ადამიანს ვინც ჩართული იყო სტიქიასთან ბრძოლაში და სწორედ მათი თავდაუზოგავი ძალისხმევის შედეგია, სტიქიასთან გამკლავება.

ამასთან, რამდენიმე დღეში მომხმარებლისთვის კვლავ მისაწვდომი იქნება საქართველოს ბანკის „მწვანე ანაბარი“, რომლის ფარგლებშიც 2008 წელს ბორჯომში დამწყვარი ტყის ნაწილის აღდგენა მოხდა. დღეს აღდგენის მიზნით მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ისე, როგორც არასდროს, ერთობლივი ძალებით საქართველოს აღვადგენთ", - წერია განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე