საქართველოს პრეზიდენტი ბორჯომის ხეობაში იმყოფება

საქართველო, თბილისი - 10:45 | 23.08.2017
ნანახია: 928

საქართველოს პრეზიდენტი ბორჯომის ხეობაში იმყოფება.

გიორგი მარგველაშვილი საგანგებო შტაბში მივიდა და პირადად ეცნობა, თუ როგორ მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ბორჯომის ხეობას უკვე ეწვია.

ადგილზე იმყოფებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ასევე ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე